ბაღდადში ორმაგი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 17.05.2016
ნანახია: 1469

ბაღდადის ბაზარში მომხდარი ორმაგი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით სავარაუდოდ თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, ასევე აფეთქდა დანაღმული მოწყობილობა. ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, აფეთქება ტერორისტმა ქალმა განახორციელა.

ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყში უსაფრთხოების თვალსაზრისით ტერორისტების გააქტიურების გამო  მძიმე ვითარებაა შექმნილი. ბაღდადსა და და სხვა ქალაქებში რეგულარულად ხდება აფეთქებები, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები. გასულ ოთხშაბათს წინ ერაყის დედაქალაქში აფეთქებების სერიას 94 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე