”ევროვიზია -2017” შესაძლოა უკრაინის რამდენიმე ქალაქში გაიმართოს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 17.05.2016
ნანახია: 1571

”ევროვიზიის” კონკურსი, რომელსაც მომავალ წელს უკრაინა უმასპინძლებს, შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ალასანიამ განაცახდა.

მისი თქმით, უკრაინას კონკურსის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გამართვის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა.

”რატომ ფიქრობთ, რომ კონკურსის გამართვა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ქალაქში?.. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეროვნული შესარჩევი ტური, შემდეგ კონკურსის ორი ნახევარფინალი და ფინალი. ამიტომ იდეის დონეზე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეგვიძლია კონკურსი რამდენიმე ქალაქში გავმართოთ და არამხოლოდ დედაქალაქში”, - განუცხადა ალასანიამ ”რადიო თავისუფლებას”.

მისი თქმით კონკურსი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში უსაფრთხოების თვალსაზრისით არ გაიმართება.

”ევროვიზია-2016” -ის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა. წესების თანახმად მომავალ წელს კონკურსს უკრაინა უმასპინძლებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე