”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყელი სამხედროების წინააღმდეგ მასტშაბური შეტევა განახორციელეს

საქართველო, თბილისი - 13:26 | 17.05.2016
ნანახია: 1387

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყში ანბარის პროვინციაში სამთავრობო არმიის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა განახორციელეს.

Al Jazeera-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა მებრძოლებმა ბაღდადიდან 70 კოლომეტრის დაშორებით არმიის პოზიციებთან 11 დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. მედიის ცნობით დაიღუპა 60 ჯარისკაცი, 150-ზე მეტი კი დაიჭრა. მწყობრიდან გამოვიდა 30 სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება.

ტერორისტების გააქტიურება სავარაუდოდ უკავშირდება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის სამზადისს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე