სარკოზი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და თურქეთის გაწევრიანება ევროპისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 17.05.2016
ნანახია: 1414

დიდი  ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და თურქეთის გაწევრიანება ევროპისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გაზეთ Le Monde -თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი ვარ. ცუდი (სცენარი) იქნებოდა ბრიტანეთის გასვლა და თურქეთის გაწევრიანება, ჩვენ საშინელ შეცდომას დვუშვებდით!”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ექს-პრეზიდენტი ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი მიგრანტების საკითხზე  ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმების მიმართ. ”შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ თურქეთს შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების მოგვარება. შეუძლია კი ევროპას  ენდოს თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც სულ უფრო მეტად ვითარდება ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით? მე ამაში ეჭვი მეპარება”, -აღნიშნა სარკოზიმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე