ინტერნეტში, „ევროვიზიის“ შედეგების გადახედვის მოთხოვნით, პეტიციის პოპულარობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 17.05.2016
ნანახია: 1584

ინტერნეტში, „ევროვიზიის“ შედეგების გადახედვის მოთხოვნით, პეტიციის პოპულარობა იზრდება, რომლის ავტორიც არის არტურ ავანესიანი, ერევნიდან. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის პეტიციას 75 ათასი ადამიანი შეუერთდა.

„ჩვენ გვესმის, რომ ხმის მიცემის პროცესი, რომელშიც ჟიური და მოსახელობაა ჩართული, რთული და ემოციურია, თუმცა ხელმომწერთა ოდენობა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა კონკურსის შედეგებს არ ეთანხმება და გამარჯვება მოიპოვა იმ კანდიდატმა, რომელიც ამას არ იმსახურებდა“, - ნათქვამია მიმართვაში. ამასთანავე პეტიციის ტექსტში არ არის შეთავაზება რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

პეტიცია ინტერნეტ საიტ Change.org-ზეა გამოქვეყნებული. რუსულ მედიასაშუალებებში აქტიურად ქვეყნდება. მას იურიდიული ძალა არ აქვს. 
უკრაინელი კონკურსანტის, ჯამალას, გამარჯვებას რუსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა დარწმუნებულია, რომ კონკურსი და მისი შედეგები პოლიტიზირებულია. რუსეთში განმარტავენ, რომ რთული ეკონომიკური მდგომარების გამო, კიევს „ევროვიზია- 2017“-ის მასპინძლობა გაუჭირდება. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე