iOS-ს ახალი ვირუსი უტევს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 07.10.2015
ნანახია: 1583

 

ჩინეთსა და ტაილანდში Apple-ს მოწყობილობებს ახალი ვირუსი,YiSpecter-ი უტევს, წერს Cnet-ი. YiSpecter-ი iOS-ს ბაზაში რეკლამიდან აღწევს, როდესაც ეკრანზე გაურკვეველი რეკლამა ჩნდება და მასზე დაწკაპუნებით ის უკვე სისტემაში ეშვება. ვირუსი ვნებს ასევე მოწყობილობის საძიებო სისტემებსაც.

როგორც Paolo Alto Networks-ში აცხადებენ, YiSpecter-ი საკმაოდ ძლიერია და ბევრი შესაძლებლობები აქვს. ის აპარატურაში QVOD-ის სახით „იმალება“.

„ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ ფრთხილად იყვნენ და გაურკვეველი სახის რეკლამების გაცნობისგან თავი შეიკაონ და აპლიკაციები მხოლოდ App Store-დან გადმოწერონ“, აცხადებენ Apple-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე