ლატვიის საზღვარს რუსული სამხედრო ხომალდი და თვითმფრინავი მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 16.05.2016
ნანახია: 1487

ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ტერირიტორიულ წყლებთან რუსული ხომალდი შეამჩნიეს.

”ლატვიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ლატვიის ტერიტორიული წყლებიდან ოთხი მილის დაშორებით შემჩნეულია რუსული ფრეგატი ”ბოიკი”, - ნათქვამია ეროვნული შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

უწყების პრეს-სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ გუშინ ნატოს საპატრულო თვითმფრინავებმა ლატვიის საზღვრებთან რუსული თვითმფრინავი ილ-76 დააფიქსირეს.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ხომალდები ქვეყნის საზღვრებს 2015 წელს 270-ჯერ, 2014 წელს კი 250-ჯერ მიუახლოვდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე