აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 14:35 | 16.05.2016
ნანახია: 1365

დღეს ვენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ შეხვედრას პირველად გამართავს. ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართება. მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ელჩები.

შეხვედრის მთავარი თემა  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება იქნება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე