უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 16.05.2016
ნანახია: 1405

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ  უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.  აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის  მიზანი საქართველოში  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე,  მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე  მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის  ღირებულება 1 422 609 ლარია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე