20 წლის ქართველი ტენორი ბედს იტალიურ X factor-ში ცდის

საქართველო, თბილისი - 12:10 | 16.05.2016
ნანახია: 17610

20 წლის ქართველი ტენორი ბედს იტალიურ X factor-ში ცდის. ნიკა გორგოძე ქალაქ მილანში, იტალიელი ჟიურის წინაშე, 14 მაისს წარსდგა.

შესარჩევი ტურის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ნიკა წარმოშობით ქალაქ ქუთაისიდანაა, მაგრამ უკვე ხუთი წელია იტალიაში, ქალაქ პრატოში ცხოვრობს.

ახალგაზრდა ტენორი ფლორენციის ქერუბინის სახელობის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი და ამავე ქალაქის წმინდა ნინოს სახელების ქართული ტაძრის მგალობელია. მომღერალი ტაძართან არსებული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "ნანილას" წევრიცაა და აქტიურად მონაწილეობს ანსამბლის მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტებსა და ღონისძიებებში.

ნინო მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე