გიორგაძე კულტურის სამინისტროს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს

საქართველო, თბილისი - 09:40 | 16.05.2016
ნანახია: 1714

კულტურის მინისტრი უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, კორუფციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, უარყოფს. მიხეილ გიორგაძე დარწმუნებულია, რომ აუდიტის დასკვნა არ იქნება უარყოფითი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა თვის ბოლოს გასაჯაროვდება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება.

„აუდიტი დადებს დასკვნას და ვვარაუდობ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვისგანაც ასეთი ბრალდებები მოდიოდა, უხერხულად იგრძნობს თავს. ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, როდესაც დასკვნა არის ნეგატიური, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ ნეგატიური დასკვნა იყოს, უბრალოდ ვერ უნდა იყოს, იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე