ფიროსმანის ’’შველი წყლის პირას’’ სოტბის აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 15:25 | 15.05.2016
ნანახია: 2525

ფიროსმანის ტილო სოტბის აუქციონზე - ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგია და მას 7 ივნისს წარადგენენ. 

’’შველი წყლის პირას’ რუსული მხატვრობის სექციაშია წარმოდგენილი, რასაც ქართველი ხელოვანების პროტესტი მოჰყვა. 

ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული ნახატი ამ დრომდე კერძო კოლექციაში იყო დაცული. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს წერილით მიმართოს სოთბის აუქციონის ორგანიზატორებს ნიკო ფიროსმანის ტილოს წარმომავლობის შესახებ ინფრომაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით. აუქციონზე ტილო რუსულ სექციაში წარადგინეს.

“ჩვენთვის, როგორც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად იყოს მოხსენიებული.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „შველი წყლის პირას“ რუსულ სექციაშია შეტანილი, სამწუხაროდ ეს სოთბის სააუქციონო სახლის კლასიფიკაცია და სტრუქტურა გახლავთ. ამ და სხვა შემთხვევაშიც ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ მხატვრის ქართველად მოხსენიება.”




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე