გლობალური დიასპორული კვირეულის ჩატარებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარი გამოიყო

საქართველო, თბილისი - 12:39 | 07.10.2015
ნანახია: 1690

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარი მიიღო. როგორც მთავრობის №2073 განკარგულებაშია აღნიშნული, გლობალური დიასპორული კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 100 000 ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე