პანკისელმა ბავშვებმა გიორგი აბაშიშვილს პრეზიდენტთან წერილები გაატანეს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 15.05.2016
ნანახია: 1376

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით მოქმედი დღის ცენტრის პანკისელმა ბავშვებმა პრეზიდენტს წერილები გაუგზავნეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმოამდგენლები პანკისის ხეობას ესტუმრნენ და  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.

ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს  „პანკისის ხეობის ახალგაზრდების განათლება და მათი ცნობიერების ამაღლება“.  პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები - დუისის ხატვის კურსი, ჯოყოლას ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ჯოყოლას კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი და წინუბნის ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი. ასევე ტარდება ტრეინინგები ლიდრეობასზე, ბავშვთა უფლებების შესახებ და პროექტის შექმნისა და წერის შესახებ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პროექტის „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ’’ ფარგლებში სოფელ დუმასტურში დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის ბენეფიციარებიც ლტოლვილი და პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.

პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და ლტოლვილის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს პრეზიდენტს წერილები დაუწერეს და გიორგი აბაშიშვილს სთხოვეს პრეზიდენტისათვის გადაეცა.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე