„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ - კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიამართა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 12.05.2016
ნანახია: 1363

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“    წარმომადგენლებმა უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის  ფარგლებში, დიდუბის ავტოსადგურის მძოლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთი) გააცნეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ასევე, გაიმართა დისკუსია გზებზე არსებულ მდგომარეობასა და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების  პერსპეტქივებზე.

მძღოლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები საგზაო უსაფრთხოების თემაზე და საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემახსენებელი მანქანაზე მისაკრავი სტიკერები.

შეხვედრის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მძღოლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია –ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე