ოთარ დანელიამ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 12.05.2016
ნანახია: 1404

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდსა და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას,  ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას.

ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი  რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროექტი წარმატებულად შეაფასა, აღნიშნა სახელმწიფოსთვის მეჩაიეობის განვითარების პრიორიტეტულობა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტით დარგის დამატებითი სტიმულირების საკითხს.  როგორც მინისტრმა აღნიშნა,  სახელმწიფოსთვის ხარისხიანი ჩაის წარმოება მნიშვნელოვანი საკითხია და გამოთქვა იმედი, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებაში პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე