სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა შემცირებულია

საქართველო, თბილისი - 15:34 | 11.05.2016
ნანახია: 1298

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი განცხადებების სიმრავლე და მათი შესწავლის შედეგები რიგი პრობლემების არსებობაზე მიუთითებს.

უკვე ერთი წელია (2015 წლის 1 მაისიდან), რაც ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ხორციელდება ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სარეიტინგო ქულის მინიჭება. ამავდროულად, განხორციელდა სარეიტინგო ქულების გრადაცია და ახლებურად განისაზღვრა საარსებო შემწეობების ოდენობა. კერძოდ, ოჯახის ნებისმიერ წევრზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, საარსებო შემწეობა განისაზღვრა 60 ლარით, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებზე 50 ლარის ოდენობით, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარის, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე – 30 ლარის ოდენობით. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, სარგებლობს თითოეულ ბავშვზე 10–ლარიანი  დანამატით, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ  ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად ოჯახში თითოეულ ბავშვზე 10 ლარის დანამატის დაწესება აღნიშნული მიზნის მისაღწევად საკმარის ღონისძიებად ვერ მიიჩნევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე