№206 და №35 საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 14:17 | 11.05.2016
ნანახია: 1493

ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღსა და გლდანის I მკ/რნ-ში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე №35  საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების რეგისტრაცია  16 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

№206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვს მიიღებს, №35 ბაღში დარეგისტრირებას კი 350 პატარა შეძლებს.

აღნიშნული ბაგა-ბაღებისთვის კადრების შერჩევა დაწყებულია. ბაღები, ძირითადად, საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით, ასევე, სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება.

№206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მისი აღდგენა-რეაბილიტაცია სააგენტომ გასულ წელს შეძლო. რაც შეეხება №35  საბავშვო ბაღს, ის 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ორივე საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა.

გარდა ზემოთაღნიშნული ბაღებისა, წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება. ამასთან, წელს დედაქალაქში 10 ბაღის მშენებლობა დაიწყება. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე