ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 11.05.2016
ნანახია: 1587

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ.

4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, 6-7 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. 8 ივლისს - სამოქალაქო განათლება, 11 ივლისს - ქიმია, 14 ივლისს - მათემატიკა, 15 ივლისს - გეოგრაფია, 18 ივლისს - ისტორია, 20 ივლისს - ბიოლოგია, 21 ივლისს - ფიზიკა და ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე