THE PRODIGY - უპრეცედენტო შეთავაზება GEM Fest-ის და “ჯაზ-ფესტივალი” - სგან

საქართველო, თბილისი - 10:50 | 11.05.2016
ნანახია: 1624

უპრეცედენტო საჩუქარი GEM Fest-ისგან TheProdigy-ს თაყვანისმცემლებს.”ბლექ სი ჯაზ-ფესტივალისა” და “Gem fest”-ის ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის, ვინც TKT.GE-ზე GEM Fest-ის მულტი პასს შეიძენს, The Prodigy-ს კონცერტის ბილეთს საჩუქრად მიიღებს.

ბრიტანული ჯგუფი The Prodigy 1990 წელს შეიქმნადა Big Beat მიმდინარეობის პიონერად იქცა. კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ყველა, პრესტიჟული დაჯილდოვების ნომინანტი გახდა, მათ შორის Grammy Awards, Brit Awards, MTV Europe Music Awards და სხვა. 

დღეს, The Prodigy მთელს მსოფლიოში,ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლაივპ როექტია, რომელიც მხოლოდ მასშტაბურ ფესტივალებზე უკრავს და 21 ივლისს, Gem-fest მისი მოსმენის შესაძლებლობას, გჩუქნით. The Prodigy-ს ბილეთების გაყიდვა11 მაისს დაიწყება.

Gem-fest 2016 ანაკლიაში 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და 5 დღის განმავლობაში, 5 სცენაზე მსოფლიოს წამყვანი არტისტები 24 საათის განმავლობაში დაუკრავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე