სოზარ სუბარი თომას ჰამერბერგს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 10.05.2016
ნანახია: 1420

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  დევნილებისა და  გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა სოზარ სუბარმა თომას ჰამერბერგს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების  მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც  გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე