დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება 

საქართველო, თბილისი - 09:01 | 10.05.2016
ნანახია: 1276

ს.ს თელასი იუწყება, რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 10 მაისს დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებს:
 
 
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
 
 
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ესმა ონიანის, ლუბლიანას, გიული ჭოხონელიძის ქუჩების და აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის მაცხოვრებლებს.
 
 
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყავის ჩიხის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, კოტე აბხაზის, შარდენის, სიონის, შოთა ნიშნიანიძის, თუმანიანის და ერეკლე მეორეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
 
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების 360 კილომეტრის, ჭიჭინაძის 360 კილომეტრის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, გიორგი გურჯიევის, ნიკოლოზ აფხაზის და ჯამბულ წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
 
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ჩარგლის, თიანეთის, ტიბაანის, მუხრანის, დავით გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
 
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
 
 
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულის, თამაზ ნადარეიშვილის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე