პრეზიდენტმა გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 13:50 | 09.05.2016 ნანახია: 1375საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი - კარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებას სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვამარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ვანკო, ალექსანდრე კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი.
,,მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და თქვენთან ერთად ვზეიმობ.
მიხარია, რომ ჩვენ შორის არიან ის გმირი ადამიანები, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დღე მილიონობით ადამიანებისათვის.
მაშინ, როდესაც ჩვენი ვეტერანები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ კაცობრიობის ისტორიის ბედი წყდებოდა.
მაშინ კიხთვის ქვეშ იდგა, გაგრძელდებოდა თუ არა კაცობრიობა, გაგრძელდებოდა თუ არა ცივილიზაცია, თუ ბოროტი გაიმარჯვებდა კეთილზე სამუდამოდ.
ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ვინც აქ ხართ, ვინც სახლში ბრძანდებით, ვინც მთელი მსფოლიოს მასშტაბით დღეს ზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათთქვენი გმირობისათვის.
იმ გმირობისათვის, რომელიც თქვენ სრულიად ახალგაზრდა გოგო- ბიჭებმა ჩაიდინეთ და რითაც შესაძლებელი გახადეთ არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებიმსმიერ ქვეყანაშიგაგრძლებულიყო სიცოცხლე და გაგრძლებულიყო კაცობრიობის ისტორია.
დღეს, თქვენ მთელი კაცობრიობა გეუბნებათ მადლობას ამ გმირობისათვის.
დღეს, ბუნებრივია ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებსაც, ვინც თქვენთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლე გასწირა. საქართველომ განსაკუთრებული და საგანგებო წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.
დღეს ჩვენ ვართ კახეთში, აქედან ვულოცავთ მთელს საქართველოს ამ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე კიდევ ვინმე გაბედავს და გაილაშქრებს კაცობრიობის წინააღმდეგ, გაილაშქრებსჰუმანიზმის წინაარმდეგ, შეეცდება, რომ ჩვენი მამული დაიპყროს და შერყვნას, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისევე როგორც დიდი სამამულო ომის დროს, ისინი მიიღებენ საკადრისპასუხს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინეიმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩევლები ალექსანდრე ბარბაქაძე, ფიქრია ჩიხრაძე დათენგიზ ფხალაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა