ოთარ დანელიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 13:34 | 09.05.2016
ნანახია: 1301

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და  მეორე მსოფლიო ომში  დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დიპლომატები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების  71-ე წლისთავი აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე