Georgian Airways-ი კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით იფრენს

საქართველო, თბილისი - 12:46 | 07.10.2015
ნანახია: 2103

 

2 ნოემბრიდან, ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი (აირზენა) კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგურალური ავიარეისების განხორციელებას იწყებს. კიევიდან ავიაკომპანია რეისებს აეროპორტ „კიევიდან“ (ჟულიანი) შეასრულებს.

აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ: ორშაბათობით და ხუთშაბათობით იფრენს. როგორც ირკვევა კიევი-ბათუმის რეისი პირდაპირი იქნება, ხოლო კიევი-თბილისი ტრანზიტული. უფრო კონკრეტულად კი Georgian Airways-ი რეისებს შემდეგი მარშრუტით განახორციელებს: კიევი-ბათუმი-თბილისი და თბილისი-ბათუმი-კიევი.

კიევი-ბათუმის რეისზე ავიაბილეთის ფასი 205 ევროდან იქნება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი1993 წელს შეიქმნა. ის ბაზარზე იმ დროს "Airzena"-ს ბრენდით ოპერირებდა, თუმცა 2004 წლუიდან ავიაგადამზიდავი "Georgian Airways"-სახელით დაფრინავს.

ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს, როგორც Boeing 737-ებს ასევე Bombardier CRJ-ებს. ავიაკომპაბია თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე