NBA და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს „JR.NBA - GBF ლიგა"

საქართველო, თბილისი - 17:17 | 06.05.2016
ნანახია: 1958

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს სახელწოდებით ", „JR.NBA - GBF ლიგა", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ იქნება დაფინანსებული

ამასთან, NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც „დალას მავერიქსის" ღირსებას იცავს. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონათა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.

6 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართა ტურნირის მონაწლე გუნდების კენჭისყრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას, რომელიც სათავეს უდებს ახალ ინიცივატიას და თანამშრომლობას NBA-სა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომელსაც უკვე 80-ზე მეტი სპორტის დესპანი ჰყავს და ახორციელებს ამ პროგრამას მსოფლიოს გარშემო 50 ქვეყანაში 2005 წლიდან მოყოლებული.

პირველი „ JR.NBA - GBF ლიგა", ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. „ JR.NBA - GBF ლიგა", თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურებს. ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება. მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2015-2016 წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს 6.5 მილიონი ბავშვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე