FlyUIA ხარკოვი-ქუთაისის მიმართულებით იფრენს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 07.10.2015
ნანახია: 3688

18 დეკემბრიდან, უკრაინული ავიაკომპანია“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ (FlyUIA) ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეგურალური ავიარეისების განხორციელებას იწყებს. 

FlyUIA ქუთაისიდან ხარკოვის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისს კვირაში ორჯერ: სამშაბათობით და პარასკეობით განახორციელებს. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ მარსრუტზე ავიაკომპანია რეისებს Boeing 737 -ითა და Embraer-190-ით განახორციელებს.

ხარკოვის აეროპორტიდან ფრენა (ადგილობრივი დროით) 21:30 საათზე განხორციელდება და მგზავრი ქუთაისის აეროპორტში 02:10 (ადგილობრივი დროით) საათზე იქნება. 

ქუთაისიდან რეისი 03.10 საათზე (ადგილობრივი დროით) შესრულდება და ლაინერი ხარკოვის აეროპორტში ადგილობრივი დროიათ 04:00 საათზე იქნება.

ბილეთის ღირებულება, ერთი გზა, 85 ევროდან დაიწყება, ხოლო ორივე მიმართულებით ფრენის ღირებულება 155 ევროდან ეღირება. ფასი მოიცავს ყველა გადასახადსა და მოსაკრებელს.

შეგახსენებთ, რომ FlyUIA ქუთაისის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისებს უკვე ახორციელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე