მიხეილ გიორგაძე: ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაყიდულ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 06.05.2016
ნანახია: 1675

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაყიდულ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.

მისი განმარტებით, ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

,,თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა. შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ეს ტერიტორიები ამ ტერიტორიის ნაწილი არ ყოფილა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მათზე არ ვრცელდება“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე