ჰილარი კლინტონს გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაკითხავენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 06.05.2016
ნანახია: 2259

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დაკითხვა იგეგმება. საქმე ეხება მისი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურეობირივი მიმოწერისას  კერძო საფოსტო სერვერის გამოყნების საქმეს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს კლინტონის რამდენიმე თანაშემწე. რამდენიმე თვის წინ თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა აღიარა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას 2009-2013 წლებში ელექტრონული მიმოწერის დროს არა სამსახურეობრივი, არამედ საკუთარ კერძო საფოსტო სერვერი შეცდომით გამოიყენა. სულ ჰილარი კლინოტნის პირად ფოსტაში შენახული იყო 2200 ელექტრონული წერილი გრიფით “საიდუმლო”. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილების შენახვა და მათი გაგზავნა კერძო სერვერით უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს.

CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ციხეში მყოფმა რუმინელმა ჰაკერმა განაცხადა,რომ კლინტონის მიერ გამოყენებული კერძო საფოსტო სერვერი საერთოდ არ იყო დაცული. კლინტონის მიერ უსაფრთხოების წესების შეგნებულად დარღვევის მტკიცებულებები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე