კანადის ხელისუფლებამ ძლიერი ხანძრის გამო კიდვ 8 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 06.05.2016
ნანახია: 1530

ძლიერი ხანძრის გამო კანადის ხელისუფლებამ თვითმფრინავებით ფორტ-მაკ-მიურეის მიმდებრე ტერიტორიაზე განლაგებული შრომის ბანაკებიდან  რვა ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ამის შესახებ ”ასოშიეიტედ პრესი” იტყობინება.
ხანძარი ძლიერი სიცხის გამო კანადის დასავლეთით ალბერტის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ცეცხლი ქალაქ ფორტ-მაკ-მიურეის უშუალო სიახლოვეს მძვინვარებს. პროვინციის ხელისუფლებამ ქალაქის რიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მანამდე ხელისუფლებამ დასახლებული პუნქტის ყველა მცხოვრები - 80 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში 1600-ზე მეტი სახლი მთლიანად დაიწვა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ  ვრცელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ხელისუფლება კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს.

ხანძრის 49 კერის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია სახანძრო სამსახურების 1110-ზე მეტი თანამშრომელი, 138 ერთეული მძიმე ტექნიკა და 22 სახანძრო თვითმფრინავი. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდგო სამსახურებმა ცეცხლის შვიდ კერაზე კონტროლი სრულიად დაკარგეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე