ისრაელის სამხედრო ავიაციამ ”ჰამასის” წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 06.05.2016
ნანახია: 1676

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა. ავიაერიშები პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედროებზე  ყუმბარმტყორცნებით თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა. ამის შესახებ ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ ლერნერმა განაცხადა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ჰამასს ავიადარტყების სერია გასული ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიაყენა. პალესტინის მედიის ინფორმაციით, ავიაერიშების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.  

პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელელ სამხედროებს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხშაბათს გაუხსნეს, გუშინ კი მათ წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ისრაელელი სამხედროები პალესტინელების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ 15-ჯერ მოექცნენ. ისრაელი დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე