ლას-ვეგასში საბავშვო ბაღთან მომხდარი სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 06.05.2016
ნანახია: 1391

ქალი და მამაკაცი დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი დაიჭრა ლას-ვეგასში საბავშვო ბაღთან მომხდარი სროლისას.

”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, სროლა დილით ადრე საბავშვო ბაღის Kids Campus Learning Center-ის მოპირდაპირე მხარეს მოხდა. ინციდენტის შესახებ პოლიციას ბაღის თანამშრომლებმა მას შემდეგ აცნობეს, რაც ბავშვები შენობაში გადაიყვანეს. 3 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, უცნობია ვინ გახსნა ცეცხლი. გავრცელებული ცნობით, ადგილი არ ჰქონია ორმხრივ სროლას, რადგან ინციდენტის ადგილზე მხოლოდ ერთი ცეცხლსასროლი იარაღია აღმოჩენილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე