ათობით ადამიანი დაიღუპა სირიაში ლტოლვილების ბანაკის დაბომბვისას

საქართველო, თბილისი - 09:52 | 06.05.2016
ნანახია: 1409

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლტოლვილების ბანაკზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ავიაიერიში კამუნის ბანაკის წინააღმდგ განხორციელდა. ბანაკი იდლიბის პროვინციის ქალაქ სარმადთან ახლოს ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, 30-მდე ადმიანია დაღუპული, ათობით კი დაჭრილია. თუ რომელი მრიდან განხორციელდა ავიაერიშები, ჯერჯერობით უცნობია.

ოთხშაბათს მიღწეული იქნა შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების შესახებ.

აშშ-ისა და რუსეთის ზეწოლით სირიის არმია და ამბოხებულები ასევე შეთანხმდნენ დროებით დაზავების შესახებ ქალაქ ალეპოში, რომელიც მანამდე ”სიჩუმის რეჟიმის” ტერიტორიას არ ეკუთვნოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე