შსს-ს ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის დელეგაცია ეწვია

საქართველო, თბილისი - 10:07 | 07.10.2015
ნანახია: 1782

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამდღიანი ვიზიტით, ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრებმა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ბელგიური მოდელი გააცნეს. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პრაქტიკაში ეფექტური განხორციელება. შეხვედრაში მონაწილე, შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში ანალიტიკური საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები პოლიციის დანაყოფებს ეწვივნენ და საქართველოს შს სამინისტროში საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ.

ვიზიტი ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე