რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისთან 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 05.05.2016
ნანახია: 2059

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა 3 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები მამუკა კოპაძე დააკავეს.

ხარაზიშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. რაც შეეხება მამუკა კოპაძეს, იგი რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას, ქართველი სამართალდამცავების არაკონტროლირებად ტერიტორიიდან აიყვანეს. ორივე მათგანი ამ დროისათვის ცხინვალის დაკავების იზოლატორში იმყოფება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე