„ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება

საქართველო, თბილისი - 12:21 | 05.05.2016
ნანახია: 5964

„ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება. საზეიმო ცერემონიალს Royal Crown Cola-ს ბიზნესის განვითარებისა და  მარკეტინგის ვიცე-პრეიზიდენტი მოში კოჰენი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola საქართველოშია! ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია ლუდსახარშ „ზედაზენში“ გრძელდება. 

,,ეს არის სასმელი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. ჩვენ ვართ წარმოება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს და წარმოებებს ერთ დიდ, ზედაზენის ოჯახში გააერთიანებს“, - აცხადებს ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

მისივე თქმით, სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. 

RC Cola-ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება. 

„აზროვნების ინდივიდუალობა, უცვლელი გემო და თავისუფლება - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს RC Cola-ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან“ - აცხადებენ კომპანიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე