ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 04.05.2016
ნანახია: 1844

წელს ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის  მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას გაუწევს ორგანიზებას.

5 მაისს,  20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი პირველ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა. გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე