„Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისი" იწყება

საქართველო, თბილისი - 17:15 | 04.05.2016
ნანახია: 1659

5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში,  Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისი გაიხსნება.       

5-დან 9 მაისის ჩათვლით,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბწერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები,ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან. ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოსეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულსამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე