ალეკო ელისაშვილი: ნარმანია უნდა გადადგეს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 06.10.2015
ნანახია: 1991

საკერბულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მთავრობაში შექმნილ ვითარებაზე მთელ პასუხისმგებლობას დავით ნარმანიას აკისრებს.

 როგორც ცნობილია, დედაქალქის მთავრობა რამდენიმე სამსახურის უფროსმა დატოვა.

 ოფიციალური ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამხსახურის უფროსმა ავთანილო სუდაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა ჩიხრაძემ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, თუმცა არაოფიციალური ინფორმციით, ისინი ხელისუფლების შიგნით არესბულ დაპირისპირებას და კორუფციულ სკანდალებს შეეწირნენ.

 "ნარმანიამ მოიყვანა ეს ხალხი. ყველა პრობლემის სათავე ნარმანიაა. 15 თვეა არჩეული მერია და ჯერ არაფერი გაუკეთებია. ვნახოთ ამ მორიგ საკადრო ცვლილებებს დაველოდოთ და თუ არც ახალმა კადრებმა გაამართლეს, ნარმანია უნდა გადადგეს, სხვა გზა უბრალოდ აღარ ჩანს", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი "ალიასთან" ინტერვიუში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე