გიორგი კვირიკაშვილი: მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება უნდა მიეცეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 06.10.2015
ნანახია: 2020

"რუსთავი 2 -ის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და მედიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ მედიასაშუალებას მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს. 

"მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ უმაღლეს პრინციპთაგან რომელიც გააჩნია მთავრობას და რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა მთავრობას. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე რამიმე კომენტარის გაკეთება. მგონია რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფალი
მაუწყებლობის საშუალება უნდა მიეცეს,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე