8 ოქტომბერს, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:54 | 06.10.2015
ნანახია: 1948

8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn”-ში ა.(ა.)ი.პ. “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა, 2015 წლის 23 ივნისს, ა.(ა.)ი.პ. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ დააფუძნეს.

ასოციაციას, რომელიც 18 ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში დასაქმებულ კომპანიას აერთიანებს, ზვიად თოიძე ხელმძღვანელობს.

უკვე ცნობილია, რომ პრეზენტაციაზე ასოციაციის თავმჯდომარე ისაუბრებს თემებზე:

ბიზნეს სექტორის პროაქტიური როლის მნიშვნელობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების პროცესში;

მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით სამშენებლო სექტორის გაძლიერებაზე, სექტორში ჩართული კომპანიების ინსტიტუციურ განვითარებაზე და სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოდერნიზებაზე მუშაობა (დარგობრივი ნორმატიული აქტები, შესყიდვების კანონმდებლობა);

სამშენებლო კომპანიების როლზე ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრებაში.

ასოციაციის წევრი კომპანიებია:

“ზიმო"

“ინ-სი”

“კალასი”

“ანაგი”

“ელიტა ბურჯი”

“ფერი”

“Fin Estate”

“დაგი”

“სამშენებლო კომპანია #1”

“კავკასუს როუდ პროჯექტი”

“სერვისი”

“თბილი სახლი”

“ტრანსმშენი”

“ელექტრო მონტაჟ სერვისი”

“პალადა”

“ხიდმშენი”

“წყალკანალრემმშენი”

“ენსისი”

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე