იენს სტოლტენბერგი რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს შემთხვევითობად არ მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 06.10.2015
ნანახია: 1927

ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს შემთხვევითობად არ მიიჩნევს.

მისი თქმით, ინციდენტი ”შემთხვევითობას არ გავს და ის დაუშვებელია”.

გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის მხარეს რეალური ახსნა -განმარტება თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო არ წარუდგენია.

თურქეთის საგარეო უწყების განცახდებით, ორი დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს, რის გამოც ახსნა-განმარებისღვის თურქეთში რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარეს. რუსულმა მხარემ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი აღიარა და შეცდომა უამინდობას დააბრალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე