წმინდა ცეცხლს თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ

საქართველო, თბილისი - 21:30 | 30.04.2016
ნანახია: 1654

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ და მას მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. შემდეგ აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:26 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე