საქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება

საქართველო, თბილისი - 18:17 | 30.04.2016
ნანახია: 1733

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შექმნილი რთული დემოგრაფიული პირობების გადაჭრის მიზნით დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო უნდა დაფუძნდეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტო დასაოჯახებელი ადამიანების რეგისტრაციას ჩაატარებს, რის შემდეგაც საერთო ბაზა შექმნება, რომელიც, „ადამიანებს ოჯახის შექმნაში ხელს შეუწყობს“:

„საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის ინიციატივით, 2016 წლის 26 მაისს ფუძნდება, დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება დასაოჯახებელი ადამიანების რეგისტრაცია, გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა და ხელს შევუწყობთ ადამიანებს ოჯახის შექმნაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს დემოგრაფიული ფონდის პრეზიდენტი დავით ხიზანიშვილი აწერს.

დემოგრაფიული განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველო დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობის კლების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15% ით (657 731კაცი) ნაკლებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე