ბათუმში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 16:42 | 29.04.2016
ნანახია: 2176

 ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან. საოპერო დასის სოლისტები ინტენსიურად მუშაობენ დირიჟორ მაურიციო ჩამპისთან, რომელიც რომის სანტა ჩეჩილიას სახელობის კონსერვატორიის საოპერო მიმართულების პროფესორია (იტალია, სიცილია). დამდგმელი რეჟისორია ჰანს-იოაჰიმ ფრეი (გერმანია). იოაჰიმ ფრეის, 2008-2010წწ-ში დადგმული აქვს „აიდა“, „მფრინავი ჰოლანდიელი“ და „ტურანდოტი“,რომელიც გაიმართა „ბრემენის“ ტბაზე, სპექტაკლს 35 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. რეჟისორი, რუსეთშიც დგამს სპექტაკლებს, „მიხაილოვსკის“ „მარიინის“ თეატრებში სანკტ-პეტერბურგში,ასევე მოსკოვში „ბორის პოკროვსკის“ ოპერის კამერულ თეატრში. 2014 წლიდან არის მოსკოვის „დიდი თეატრის“ მუდმივი კონსულტანტი. 2012წელს, იოაჰიმმა დადგა რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“ ულან-უდესა და ირკუტსკის თეატრებში. 2014წელს, ულან-უდეში დადგა ვ.ა. მოცარტის ოპერა „ასე იქცევა ყველა ქალი“ .2015 წ მონაწილეობას იღებდა ვლადივასტოკში „პრიმორსკის“თეატრის გახსნაში,სადაც დადგა ჯ.პუჩინის ოპერა „ტოსკა“. 2015წ ჰანს-იოაჰიმ ფრეიმ პეკინის ნაციონალურ თეატრში დადგმული აქვს რ.შტრაუსის ოპერა“სალომეა“. ბათუმის საოპერო დასთან, იოაჰიმ ფრეი, პირველად მუშაობს, პრემიერები 15-18 მაისს გაიმართება და საოპერო დასის წამყვან სოლისტებთან -ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად, ოპერა “ტოსკა“-ში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი. სპექტაკლს, სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ქართველი საოპერო დივა, „ტოსკას” ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ცისანა ტატიშვილი. ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით, პრემიერაზე, ბათუმში ასევე ელოდებიან-მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერის, მზია ნიორაძეს… გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს. „ტოსკა“, ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული ოპერაა მსოფლიოს მუსიკალურ თეატრებში. „ტოსკა“ პირველად თბილისში 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა და ეს იყო საბენეფისო სპექტაკლი:-რენე რადინასთვის, გლადკოვისთვის დაფიგნერისთვის. მისი არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ბათუმის საოპერო დასი, „ტოსკა“-ს პირველად შეასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე