ბათუმში 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 14:30 | 06.10.2015
ნანახია: 2378

ბათუმში 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი  წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს-მ „სტადიონი“ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლობო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.164/ტბელ აბუსერიძის ქუჩა #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 მლნ 855 ათას 955 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=163776&lang=ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე