თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 შეადგინა

საქართველო, თბილისი - 18:43 | 28.04.2016
ნანახია: 1486

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. საქსტატის განმარტებით , მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებით.
საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში (29,0%). ნაკლები კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10,6%) დაფიქსირდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 % - 57 000 კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანი ფართობით - 13 ათასი კვ.კმ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე