თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 17:28 | 28.04.2016
ნანახია: 1393

დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის საკრებულოში მისვლა მიზანშეწონიად არ მიიჩნიეს.

„მიმდინარე წლის 26 აპრილს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, კარლო ლაფერაძეს წერილით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების თხოვნით. წერილში აღნიშნულია, რომ 28 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილებოდა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საკადასტრო ერთეულში განხორციელებული უახლესი ცვლილებები. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ღია და მკაფიო პოზიცია. უწყების წარმომადგენლებმა თემა განიხილეს სხვადასხვა ტელეეთერებში და ამომწურავი პასუხები გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირების აქტიური მცდელობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ გაერთიანებულ სხდომაზე დასწრება“,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარეებმა კარლო ლაფერაძეს მიმართეს თხოვნით, საკრებულოში ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას დასწრებოდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე