„კომედი შოუს“ მსახიობი ავარიაში მოყვა - გიორგი გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 28.04.2016
ნანახია: 3765

„კომედი შოუს“ მსახიობი გიორგი გოცირიძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

მსახიობი ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გოცირიძე მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე