საქველმოქმედო კონცერტი ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად

საქართველო, თბილისი - 11:53 | 28.04.2016
ნანახია: 2447

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კონგრესი"-ის ორგანიზებით 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე გაიმართება ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას საქველმოქმედო კონცერტი.

მომღერალი 8 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. უკიდურესი გაჭირვების გამო მას და მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება. მოგმართავთ თხოვნით გავერთიანდეთ ყველა კეთილი საქმისთვის და გადავარჩინოთ ჯაბა.

ბილეთები გაიყიდება : ფილარმონიის სალაროში და https://tkt.ge/
ბილეთის ფასია : (10,15,20) ლარი. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლელა წურწუმია; მერაბ სეფაშვილი; „სახე“; დათო ხუჯაძე; ნინო ჩხეიძე; „ქუჩის ბიჭები“; „თეატრალურის კვარტეტი“; „ალილო“ (ლაშა ღლონტი); ანრი ჯოხაძე;
გიო ხუციშვილი; ოთიკო ანდრიაძე; ნოდიკო ტატიშვილი; გოგა მესხი; დათუნა მგელაძე; „სეიშენი“;
ნინი ბადურაშვილი; დათო არჩვაძე; ანი სირაძე; ოთო ბერიშვილი; ანი ღონღაძე; შოთი და რეზი ქარცივაძე; „ფრანი“; „ნიკოლშოუ“.
ერთად გადავარჩინოთ ჯაბა ბოჯგუა!

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე